დავით ზურაბიშვილი:

დავით ზურაბიშვილი: "8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის 26 მაისთან და 7 ნოემბერთან შედარება, პრინციპულად არასწორი და აცდენილი შეფასებებია"

"ქართული ოცნების" წევრის დავით ზურაბიშვილის აზრით, 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის 26 მაისთან და 7 ნოემბერთან შედარება, პრინციპულად არასწორი და აცდენილი შეფასებებია.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, 26 მაისს და 7 ნოემბერს საუბარი იყო როდესაც ადამიანზე სისტემა ძალადობდა, თვითონ ხელისუფლება იყო მოძალადე, 8 თებერვლას კი, ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებას.

"ამ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიციას წარმოადგენდა, შეიძლება, ზოგს ჰქონდეს პრეტენზია, რომ პოლიცია არსაკმარისად გაისარჯა ზოგს პირიქით მოეწონა. მაგრამ ხელისუფლებას იქ დანაშაული არ ჩაუდენია, ბრალდება, რომ ეს ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი, სასაცილოა და არც ღირს სერიოზულად გავარჩიოთ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების რეაქცია იყო სწორი, დამნაშავეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.