ევროკავშირი საქართველოს 20 მლნ ევროს დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 20 მლნ ევროს დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 20 მლნ ევროს დახმარებას გამოუყოფს.

ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოსთვის 20 მლნ ევროს დახმარების საფინანსო შეთანხმებას დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე მოაწერენ ხელს.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დახმარება ეროვნული ინდიკატორი პროგრამის 2012 წლის სამოქმედი გეგმით გათვალისწინებული "საქართველოში ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტების განხორციელება" ფარგლებში ხორციელდება.

საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 20 მლნ ევრო საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დაგეგმილი ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების დაფინანსებასა და ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას მოხმარდება.

საფინანსო შეთანხმება იმ სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დიალოგში.