სოფელ ნანიანში 100-მდე პოლიციელია მობილიზებული

სოფელ ნანიანში 100-მდე პოლიციელია მობილიზებული

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში გურჯაანის რაიონ სოფელ ნანიანში ელოდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქვეყნის პირველი პირი ტერიტორიული ორგანოს შენობაში მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას. ამ მიზნით, მოსახლეობის ერთი ნაწილი უკვე შენობაშია, მეორე ნაწილი კი, რომელმაც შესვლა ვერ მოახერხა, შენობასთან არის შეკრებილი.

ადგილზე 100-მდე პოლიციელია მობილიზებული, გამკაცრებულია უსაფრთხოების დაცვა. სოფელ ნანიანში იმყოფება კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილიც.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს შეეხება.