დავით ჯანდიერი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ჯანდიერი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც "პირWელს" სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდიერის თქმით, შვედეთის მხარის დახმარებით, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სააგენტოებსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოხერხდა.

"იუსტიციის სამინისტრო არაერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. მათ შორისაა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმა", - განაცხადა ჯანდიერმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ "ყველა ამ მნიშვნელოვან სფეროში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კვლავ დაეხმარება საქართველოს და ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება".

ცნობისთვის, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მასშტაბურ "დამისამართების პროგრამას" უკვე ახორციელებს, მისი მხარდაჭერით მიმდინარეობს მთარგმენლობითი ცენტრის ფორმირება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი შვედური მხარე ურთიერთთანამშრომლობის პროექტს ახორციელებს.