შსს-მ მარიამ არაქელოვის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ მარიამ არაქელოვის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქემთა სამინისტრომ მარიამ არაქელოვის მკვლელობის საქმე გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული სერგო მ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

"ბრალდებულმა 2013 წლის 1 თებერვალს, თბილისში, გ. ათონელის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოს კიბის ქვეშ, ურთიერთშელაპარაკების დროს,გულმკერდის არეში დანით სასიკვდილოდ დაჭრა ამავე სახლში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული მარიამ არაქელოვი. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, სერგო მ-მ იმავე დანით სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაკავებული ამ დრომდე თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სერგო მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.