საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს. 

ახველდიანმა საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დაკითხვა უკავშირდება შპს "თბილსერვისიჯგუფის" საქმეს.
კერძოდ, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მის მიმართ კითხვები ექნებათ 750 ადამიანის აღნიშნულ კომპანიაში დასაქმების შესახებ.

"შესაძლებლობა რომ ყოფილიყო არა 750, არამედ 750 000 ადამიანს დავასაქმებდით, რადგან უამრავი პრობლემა მოეხსენებოდა ამით ჩვენს საზოგადოებას",-აღნიშნა საკრებულოს მოადგილემ.
ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, როგორ დაუძახოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსებს, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს, საკრებულოს დეპუტატებს საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე, როგორ დაშალოს უმრავლესობა საკრებულოში, დახარჯოს დრო 750 ადამიანის დასაქმების თემაზე "თბილსერვისჯგუფში", არამედ უნდა იფიქროს დასაქმებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, რომლის მოგვარება ჩვენ საზოგადოებაში უფრო მეტ პრობლემას გადაწყვიტს.

მამუკა ახვლდეინა აღნიშNული საქემზე დღეს მეთხედ კითხავენ.