ყიდულობს თუ არა თემურ ჭყონია “კასტელ-საქართველოს”?

ყიდულობს თუ არა თემურ ჭყონია “კასტელ-საქართველოს”?

“კომერსანტისთვის” სარწმუნო წყაროდან ცნობილი ხდება ერთ-ერთი ბიზნეს–გარიგების შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი თემურ ჭყონია “კასტელ-საქართველოს” შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ ხმაურდება. თავად თემურ ჭყონია commersant.ge–სთანაცხადებს, რომ ამგვარი გარიგების მცდელობაც არ ჰქონია. “კასტელ საქართველოში” ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და ფრანგულ მხარესთან გვამისამართებენ.

“კასტელ საქართველო” ქვეყანაში ლუდის და ლიმონათის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. მისი პროდუქცია არამხოლოდ ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, “კასტელ–საქართველოს” პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის.