დავით ონოფრიშვილი ენერგოუსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

დავით ონოფრიშვილი ენერგოუსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგოუსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე ევრო-პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) წარმომადგენლებს შორის ენერგოპოლიტიკის სფეროში კომიტეტის ხედვა განიხილება და მიიღება.

საქართველოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი წარმოადგენს, რომელიც კომიტეტის ვიცე თანათავმჯდომარე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის პოზიციის ხედვის თანამომხსენებელია.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ფარგლებში მუშავდება და მიიღება მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც გავლენას ახდენს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის ბაქოს შეხვედრა საყურადღებოა სამხრეთის დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ტრანს-კასპიური-შავი ზღვის ენერგო პროექტების მხარდაჭერის თვასაზრისით.
ქართული მხარის პოზიცია ასახულია კომიტეტის ხედვის ტექსტში. ბაქოს შეხვედრაზე ეს ტექსტი ქვეყნებს შორის განხილვისა და მსჯელობის საგანი იქნება.