არასაპარლამენტო პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

არასაპარლამენტო პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

არასაპარლამენტო პარტიები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ .

როგორც არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი საქართველოს ორგანულ კანონში - "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, აგრეთვე ინიცირებულია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების რამდენიმე პროექტი. მზადდება კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმა.
"აღსანიშნავია, რომ ყველა წინა მოწვევის პარლამენტში, კონსტიტუციურ და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მოქმედებდა სამუშაო ჯგუფი, სადაც წინასწარი კონსულტაციების შემდეგ ხდებოდა ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა: 2006 – 2007 – ეუთოს შუამავლობით; 2009 – 2010 – NDI-ს შუამავლობით; 2010 - 2011 - IFEშ-ს შუამავლობით და სხვა.

მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია, კვლავ შეიქმნას მსგავსი ფორმატის ჯგუფი (კომისია), რომელიც განიხილავს საარჩევნო, საკონსტიტუციო და სხვა ორგანულ კანონებში ცვლილებებს და რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც", -ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიების ლიდერები: "ახალი მემარჯვენეები" - ფიქრია ჩიხრაძე; "ევროპელი დემოკრატები"- პაატა დავითაია; "თავისუფალი საქართველო"- კახა კუკავა; "სამართლიანი საქართველო"- სერგო ჯავახიძე; "ტრადიციონალისტთა კავშირი"- აკაკი ასათიანი; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"- გიორგი თარგამაძე.