რიჩარდ ნორლანდი - ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა

რიჩარდ ნორლანდი - ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა

ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა, რადგან არავის უნდა, საქართველოს პოლიტიკა საშიში მიმართულებით, წარსულში წავიდეს , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში განუცხადა.

როგორც ელჩმა პრემიერისა და პრეზიდენტის საჯარო განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, მხარეებმა კონსტრუქციული განცხადებები გააკეთეს და წარმატებული კოჰაბიტაციის გზებს ეძებენ.
"კონსტრუქციული განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან, რომელსაც, ვფიქრობ, შესაბამისი მხარეები სწავლობენ და ეძებენ გზებს, რომ ამ პოზიტიურ ფრაზების და იდეების საფუძვლეზე იპოვონ გზები წარმატებული კოჰაბიტაციის მისაღწევად, რადგან მათ იციან, რომ ეს საქართველოს ინტერესებშია. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ გზა გამონახოს და საქართველომ გააგრძელოს სვლა პოზიტიური მიმართულებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით უსუფაშვილი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდეს. საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილი დავით უსუფაშვილს დღეს, 20:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ელოდება.