რატი კვანტრიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ნიკოლოზ მელიას დასჯას ითხოვენ

რატი კვანტრიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ნიკოლოზ მელიას დასჯას ითხოვენ

ა/ო „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე წლის 8 თებერვალს, საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკასთან  ორგანიზაციის გამგეობის წევრის რატი კვანტრიშვილის  ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

რატი კვანტრიშვილის განცხადებით, რაც ასევე დასტურდება ვიდეომასალით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანებები მიაყენა ძველი თბილისის გამგებელმა ნიკოლოზ მელიამ.

საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი  მიმართავს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ინციდენტი და ნიკოლოზ მელიას მიმართ გატარდეს შესაბაისი სამართლებრივი ღონისძიებები.

სამწუხაროა,  როდესაც თბილისის ერთ-ერთი თანამდებობის პირი ასე უსწორდება არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ა/ო „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ გამართავს ბრიფინგს.