დავით უსუფაშვილი:

დავით უსუფაშვილი: "პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებში გარკვეული პოზიტიური მომენტები შეინიშნება"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით "საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებში გარკვეული პოზიტიური მომენტები შეინიშნება".

"პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოსვლებში გარკვეული პოზიტიური მომენტები შეინიშნება, მე ვიტყოდი გარკვეული ინიციატივებიც კი მისი მხრიდან. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. გუშინ კიდევ იყო გარკვეული წერილობითი შეხმიანება ერთმანეთთან, ბოლო, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს განაცხადა, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი პოზიციები იმ თემაზე თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა თანმიმდევრობით უნდა ვიაროთ ცნობილია პრეზიდენტისთვის, მან ამ თემებზე დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა, როგორც ჩანს, აქვს ინიციატივებიც, ამიტომ დღეს საღამოს შედგება შეხვედრა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 20:00 სთ-ზე გაიმართება.