სოზარ სუბარი:

სოზარ სუბარი: "მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტები ციხეებში აუცილებლად შევლენ"

სასჯელაღსულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის იქნება გარანტი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტები ციხეებში აუცილებლად შევლენ.

ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა.

"როცა საჭირო იქნება, რომ ციხეში ჟურნალისტები უნდა შევიდნენ, პირადად მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ასეც მოხდება, რა თქმა უნდა, იქ იქნება შეზღუდვები და პირდაპირ ეთერს ვერავინ მოაწყობს, თუმცა ციხე მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაკეტილი ნამდვილად არ იქნება. გარდა ამისა, არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფი, რომელიც ექსპერტებით დაკომპლექტდება და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს", - განაცხადა სუბარმა.