ვახტანგ ხმალაძე - უარის თქმა იმაზე, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყვნენ, არასწორია

ვახტანგ ხმალაძე - უარის თქმა იმაზე, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყვნენ, არასწორია

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეს ერთის მხრივ, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტი. 

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ამ ორ პროექტთან დაკავშირებით უმრაველესობასა და უმცირესობას შორის შედგეს ერთგვარი გარიგება, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ინიციატივის მხარდაჭერის სანაცვლოდ, უმრავლესობა დღის წესრიგიდან მოხსნის პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ საკითხს, ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ პირადად მისი პოზიციაა, რომ უარის თქმა იმაზე, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყვნენ, არასწორია. ხმალაძემ აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის განვითარებას არ წაადგება.
"უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რაც არის აუცილებელი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის და არა იმის მიხედვით, რა მომწონს მე და რა მოწონს მათ", - დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.

დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ მისთვის ასევე გაუგებარია თუ რატომ შეიძლება მიებას პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტებს კონსტიტუციური ქვორუმის აწევის საკითხი, რა წინადადებასაც საპარლამენტო უმრავლესობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს.