ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან ერთად თურქეთში გაემგზავრება

ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილთან ერთად თურქეთში გაემგზავრება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიმდინარე კვირაში თურქეთში გაემგზავრება.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარტში დაგეგმილია მისი ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

"მე ამ კვირაში პრემიერთან ერთად თურქეთში მივემგზავრები, სადაც საუბარი მექნება ზოგადად ორმხრივ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებზე და ასევე ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე მარტში იგეგმება ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც დაიგეგმება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. მე ვფიქრობ, რომ რეგიონის უსაფრთხოება მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნება, ამიტომ მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა აუცილებელია", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთს 14 თებერვალს ეწვევა.