აქციის მონაწილეები გია ბარამიას გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად 48-საათიან ვადას აძლევენ

აქციის მონაწილეები გია ბარამიას გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად 48-საათიან ვადას აძლევენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გია ბარამიას დევნილები გადადგომისკენ მოუწოდებენ და ამ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათიან ვადას აძლევენ. 

ამ მოთხოვნით დღეს აფხაზეთის მთავრობის სახლთან დევნილების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციული პოლიტიკის გამტარებელი გია ბარამიას თანამდებობაზე დარჩენა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ამასთან, დევნილები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატად აბესალომ მიქელაძეს ასახელებენ.

მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გია ბარამია პოსტს 48 საათის განმავლობაში არ დატოვებს, მასშტაბური საპროტესტო კამპანია დაიწყება.