კოტე კუბლაშვილი - არასწორია, თითქოს ყოფილ მაღალჩინოსნებს საქართველოში დასაბრუნებლად გარანტიები ეძლევათ

კოტე კუბლაშვილი - არასწორია, თითქოს ყოფილ მაღალჩინოსნებს საქართველოში დასაბრუნებლად გარანტიები ეძლევათ

არ არის სწორი ინფორმაცია, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს საქართველოში დასაბრუნებლად გარანტიები ეძლევათ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა. 

კერძოდ, ჟურნალისტებმა მას კომენტარი სთხოვეს დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ”მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, სასამართლოსგან გირაოთი გათავისუფლების გარანტიები ეძლევათ”.

"გარანტია არავის არაფერში აქვს. მთავარია, რას გვეუბნება საქმის გარემოებები. წინასწარი იმის თქმა, რომ ჩვენ ვიღაცას გარანტიები მივცეთ, სწორი არ არის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც გამოგვიყენებია", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.