დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულის საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულის საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულ გელა მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პროცედურების მიხედვით, შუამდგომლობის შეტანის შემდეგ სასამართლომ მამალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 24 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს.

მამალაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით არის აღძრული. შსს-ს ინფორმაციით, გელა მამალაძემ 8 თებერვალს პარლამენტის დეპუტატებს ჩიორა თაქთაქიშვილსა და სერგო რატიანს, ასევე, მოქალაქე გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.