ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ცოცხები გამოფინეს

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ცოცხები გამოფინეს

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელ კარიბჭესთან ცოცხები მიამაგრეს და პლაკატები გამოფინეს, წარწერებით - "ძირს ვადაგასული პრეზიდენტი". მათი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციით აღარ უნდა სარგებლობდეს.
"ბატონი მიხელ სააკაშვილი 20 იანვრიდან უკანონო პრეზიდენტია. გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი იმყოფება რეზიდენციაში. ვაპროტესტებთ მის აქ ყოფნას, რადგან ის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი აღარ არის", - აღნიშნა აქციის მონაწილე არჩილ ჯინჭარაძემ.

აქციის მიმდინარეობის დროს ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საპრეზიდენტო ესკორტის რამდენიმე მანქანა შევიდა, თუმა, უცნობია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მანქანაში. აქციის დროს ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.