ზვიად ძიძიგური:

ზვიად ძიძიგური: "კარგად ჩანდა, რომ სააკაშვილი, უგულავა და მთლიანად უმცირესობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარის წინააღმდეგი არ იყვნენ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კარგად ჩანდა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მერი გიგი უგულავა და მთლიანად საპარლამენტო უმცირესობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარის წინააღმდეგი არ იყვნენ.

ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა თქმა უნდა, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ავანტიურები და პროვოკაციები არ მოხდეს. ერთიც ფაქტია, რომ ამას სერიოზულად ასდიოდა სუნი ძალადობის. გუშინ რაც იქ მოხდა, ამის წინააღმდეგი არ იყო არც მიხეილ სააკაშვილი, არც გიგი უგულავა და არც სხვა წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობიდან. მათ შუეძლიათ ქვეყანაში არეულობის ატეხვა და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად და წყნარად. ის, რაც გუშინ მოხდა, ეს ახალი ხელისუფლების ინეტერესში შემავალი საქციელი ნამდვილად არ იყო, ამიტომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მხარდამჭერია, შეიკავეთ თავი მსგავსი ფაქტებისგან", - განაცხადა ძიძიგურმა.