თამარ ჩერგოლეიშვილი:

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულმა მოვლენება აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი უუნაროა"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულმა მოვლენება აჩვენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უუნაროა.

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"პროვიკაციისადმი ინტერესი არავის მხრიდან არ ყოფილა, რადგან მე იქ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად ვიყავი. ადამიანები შედიოდნენ იქ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად. როცა მათ დაინახეს ბრბო, რომელიც პროვოკაციაზე მიდიოდა, მაშინვე გაეცალნენ სიტუაციას, რადგან ჩვენ არ გვინდოდა ხელჩართულ ჩხუბში ჩართვა. ადამიანებს აქვთ გაღიზიანების უფლება, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გუშინ გამოჩნდა ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობის და მისი მეთაურის ივანიშვილის სახე, რომ ის არის უუნარო. ის ცდილობს თავისი ინსტიქიტი, რაც სააკაშვილის ზიზღში გამოიხატება, დაიკმაყოფილოს. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრ კითხვაზე ჰქონდეს პასუხი გასაცემი, მაგრამ გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით – არა", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაოგნებული იყვნენ.

"მე არ ვთვლი, რომ გუშინ ვინმემ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, თუმცა წააგო ქვეყანამ. რადგან ამ ყველაფერს ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი, რომლებსაც ვესაუბრე და გაოგნებული არიან. ის, ვინც გუშინ მომხდართან დაკავშირებულ კადრებს ნახავს, ნადვილად არ ჩათვლის, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრობის ღირსები ვართ", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.