სასამართლოსთან 100-მდე პოლიციელია მობილიზებული

სასამართლოსთან 100-მდე პოლიციელია მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 100-მდე პოლიციელია მობილიზებული. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიციელები სასამართლოს შესასვლელთან დგანან. სამართალდამცველები არ ასახელებენ მიზეზს, რატომ იმყოფებიან სასამართლოსთან.

ამასთან, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესია დაგეგმილი.

ერთი სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება. პროცესზე შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე უნდა მიიყვანონ, რომელიც გუშინ დააკავეს.
მეორე პროცესზე კი, გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოველებთან დაკავშირებით, სასამართლო მელორ ვაჩნაძისა და მიშა მესხისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.