გურამ დონაძე დააკავეს

გურამ დონაძე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა. მისი თქმით, დონაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე, აეროპორტში დააკავეს. 

ადვოკატის ინფორმაციით, გურამ დონაძე ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. კახა შონიას ცნობით, საზღვარი დონაძემ თურქეთიდან გადმოკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მას ამირან (ბუტა) ოპერატორისთვის რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.

დონაძე საქართველოდან არჩევნების შემდგომ პერიოდში წავიდა.

გურამ დონაძეს რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად, აღმკვეთ ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 12:00 საათზე შეუფარდებს.