გიგა ბოკერია - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ირაკლი ღარიბაშვილის მისვლა უადგილო იყო

გიგა ბოკერია - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ირაკლი ღარიბაშვილის მისვლა უადგილო იყო

უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შსს-ს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლა უადგილო იყო .

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" გიგა ბოკერიამ განაცხადა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, შესაბამისი რეაგირების შემთხვევაში, პოლიტიკურად დაპირსპირებულ საზოგადოებას შორის ფიზიკურ დაპირსპირებას არ დაუშვებდნენ."მე დავუკავშირდი ბატონ ღარიბაშვილს ამ მოვლენებამდე რამდენიმე საათით ადრე. ნათელი იყო, რომ რაც იქ ხდებოდა, მიდიოდა ძალადობისკენ. ის დამპირდა და აღმითქვა, რომ არანაირ ძალადობას არ ექნებოდა ადგილი და პოლიცია დაიცავდა წესრიგს. იქნებოდა შენობაში შესვლის საშუალება კორიდორით. ამის შემდეგ ჩვენ წავედით ადგილზე. როცა გზაში ვიყავით, მოდიოდა წინააღმდეგობრივი ინფორმაციები, მაგრამ იმედი გქვონდა. შეიძლება მოეყენებინათ შეურაცხყოფა, ესროლათ, გამოწეულიყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიცია იზრუნებდა იმაზე, რომ მისულ სტუმრებს ფიზიკურად არ გაუსწორდებოდნენ და შესვლის საშუალება გქვენებოდა. რაც მოხდა მერე, იხილა ყველამ. მიკვირს ასეთი ცინიზმის, როცა ვინმე დაობს იმაზე, თუ რამოხდა იქ. როცა უკვე პიკში იყო ძალადობა, უკვე როცა ცემეს ჩიორა თაქთაქიშვილი და სისხლიანები იყვნენ სხვებიც, ამ დროს დაკავშირება სცადა ჩემთან ბატონმა ღარიბაშვილმა და მესიჯი გამომიგზავნა, იქნებ პრეზიდენტი შევიყვანოთ ალტერნატიული გზითო. მაგრამ ეს მოხდა ამ სამარცხვინო ამბის შემდეგ. აქ მარტო პრეზიდენტის შესვლაზე კი არ არის საქმე, იქ უამრავი ხალხი იყო. იქ რომ ყოფილიყო უფრო მეტი პოლიციელი და მკაფიო დავალების მიცემა მომხდარიყო, აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, პოლიციას შესაბამისად უნდა ემოქმედა. როცა ხედავ, რომ დილიდან იქ არის შეკრებილი ხალხი, რომლებიც თავს მიიჩნევენ თავის დროზე უსამართლოდ დაპატიმრებულებად და ახლა გამოშვებულად, არა აქვს ახლა იმას მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზე დგას, მე რომ არ დამერეკა, ვინმემ არ უნდა უთხრას, რომ იქ დგას აგრესიულად განწყობილი ხალხი და პოლიციელების რაოდენობა უნდა ვამატოთ, ეს ხალხი უნდა გავწიოთ და გამოვწიოთ?",-განაცხდა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ შს მინისტრმა სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

"შეკრებილი ხალხი აგრესიით იყო განწყობილი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ და სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ შსს-ს მინისტრმა სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როცა თქვა რომ კორიდორი იყო, რომელიც ვერავინ ვერ დაინახა. ეს არის უფრო ფუნდამენტური პორობლემის ნაწილი, რამაც ასლან აბაშიძე გამახსენა",-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.