საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ნაციონალები" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მერაბიშვილს განიხილავენ

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს . 

ამის შესახებ გადაცემა "ღია ეთერში" თავად მერაბიშვილმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა არის ერთ-ერთი, ბევრ სხვა კანდიდატურასთან ერთად და იქნება ბედნიერი, თუკი მასზე უკეთესი შეირჩევა.

ამასთან, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი აცხადებს, მისი პოლიტიკური გაერთიანება ყველა მომდევნო არჩევნებში - როგორც საპრეზიდენტი, ასევე ადგილობრივ არჩევნებში აქტიურად ჩაებმევა.

"პირადად ჩვენ, 1-ელი ოქტომბრის არჩევნებიდან, როცა ხალხის უმრავლესობამ ხმა არ მოგვცა, გაკვეთილი გამოვიტანეთ. რაღაც ისეთი ვერ გავაკეთეთ, რაც ხალხს უნდოდა. კარგია, ამ მთავრობამ ჩვენს შეცდომებზე ისწავლოს. ასე, რაც მან გუშინ და დღეს გააკეთა, არჩევნებს წააგებს", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, განცხადებაში, სადაც მთავრობისთვის მომდევნო ოთხი წლის ვერდაცდაზე საუბრობდა, სწორედ მოახლოებულ არჩევნებსა და მის შედეგებ გულისხმობდა. "თუ დღევანდელი მთავრობა გონს არ მოვა, ის აუცილებლად დამარცხდება. მისი მმართველობა შეიძლება ოთხი წელი არ გაგრძელდეს და დამარცხდეს საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე", _ აცხადებს მერაბიშვილი