მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "ნუთუ ხალხმა იმის განადგურებას მისცა ხმა, რაც აქამდე გაკეთდა, თუ იმას, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია?!"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობას დიდ წარმატებას უსურვებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ ბევრი პრობლემური ნაბიჯი, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში გადაიდგა, მალე აღმოიფხვრება. მოდით, დროებით დავივიწყოთ ჩვენი პოლიტიკური პოლიტიკა და არაპარტიული გადმოსახედიდან შევაფასოთ წინა არჩევნების შედეგები. რა თქვა ხალხმა 1 ოქტომბერს, როდესაც ახალი მთავრობა და უმრავლესობა აირჩია. ნუთუ ხალხმა იმის განადგურებას მისცა ხმა, რაც აქამდე გაკეთდა, თუ იმას მისცა ხმა, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია?! იმედი მაქვს, შევთანხმდებით იმაზეც, რომ ხალხმა ხმა მისცა ახალ უმრავლესობას იმის გამო, რომ მას ნაკლები კი არა, მეტი სურდა. ახლა დროა, ახალმა უმრავლესობამ მეტი მისცეს ქართველ ხალხს და გააგრძელოს ჩვენი "ნაციონალური სახლის" შენება", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უმრავლესობას დიდ წარმატებას უსურვებს.