მიხეილ სააკაშვილი - ვიყოთ მოკრძალებულები და მოვუსმინოთ ხალხის გზავნილს

მიხეილ სააკაშვილი - ვიყოთ მოკრძალებულები და მოვუსმინოთ ხალხის გზავნილს

"ვიყოთ მოკრძალებულები და მოვუსმინოთ ხალხის გზავნილს!" - ამ რჩევით მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თანაგუნდელებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მათ არასაკმარისად მოუსმინეს ხალხს, მათი წუხილების შესახებ და "ხალხი ბოლომდე კმაყოფილი რომ ყოფილიყო იმით, რაც ქვეყანაში გაკეთდა, არჩევნები სხვანაირად წარიმართებოდა".

"მომავალ თვეებში ვინც რა უნდა ილაპარაკოს და რა პიკეტებიც უნდა აწყოს, მოვაწყობ ძალიან ბევრ შეხვედრას ხალხთან. ბევრად უფრო მეტად მოვისმენ, რისი თქმა სურს ხალხს, ჩვენი წარსული საქმიანობის შესახებ. მათგან მოვისმენ, რისი იმედი აქვთ და რისი შიში. საკმარისზე მეტი ვილაპარაკე წინა წლებში - ამჯერად ხალხი ილაპარაკებს და ჩვენ მოვისმეთ!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.