მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ სტუმრებს იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც პარლამენტში უნდა გამოსულიყო

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ სტუმრებს იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც პარლამენტში უნდა გამოსულიყო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ სტუმრებს იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც პარლამენტში უნდა გამოსულიყო.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, დღეს განვითარებული მოვლენების შეფასების შემდეგ, აღნიშნა, რომ “მიუხედავად დღევანდელი პერიპეტიებისა, სიტყვას წავიკითხავს ისე, როგორც ის იყო გამზადებული პარლამენტში წარსადგენად".

"რადგან იყო საუბარი, რომ რაღაც პროვოკაციებს ვგეგმავდი, ამიტომ წავიკითხავ ისე, როგორც გამზადებული იყო პარლამენტში გამოსვლისთვის და თავად განსაზღვრეთ, რამდენად შეესაბამება ეს პოზიციები იმ აღწერას, რასაც ისინი აკეთებდნენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარლამენტისთვის განკუთვნილ მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში ნათქვამია, რომ ის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, დემოკრატიის განვითარების პროცესზე საუბრობს.

"მე აქ მოვედი არა როგორც პარტიის ლიდერი, მე აქ განსხვავებული შეხედულებების ხაზგასასმელად არ მოვსულვარ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენ შორის განსხვავება. მე აქ მოვედი იმაზე სასაუბროდ, რამაც უნდა გაგვაერთიანოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.