პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩები და

პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე იმყოფებიან

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საპარლამენტო უმცირესობის, თბილისის საკრებულოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობისადმი მიმართვას დაესწრებიან დედაქალაქის მერი გიგა უგულავა და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. 

პრეზიდენტის გამოსვლა ავლაბრის რეზიდენციაში 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საკუთარ ადგილებზე უკვე განათავსეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.