ზურაბ აბაშიძე - პარლამენტი პრეზიდენტს საკუთარი ანგარიშით წარდგენის ვალდებულების შესრულებას მოსთხოვს

ზურაბ აბაშიძე - პარლამენტი პრეზიდენტს საკუთარი ანგარიშით წარდგენის ვალდებულების შესრულებას მოსთხოვს

პრეზიდენტს უფლება აქვს საზოგადოებას როცა უნდა მაშინ მიმართოს, მაგრამ პარლამენტი მას საკუთარი ანგარიშით წარდგენის ვალდებულების შესრულებას მაინც მოსთხოვს" , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ სააკაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ის ყოველწლიური ანგარიშით მოსახლეობას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

"მიხიელ სააკაშვილს გუშინაც ჰქონდა, დღესაც აქვს და ხვალაც ექნება უფლება გამოვიდეს და საზოგადოებას მიმართოს. მისთვის ეს არავის აუკრძალავს. უბრალოდ, ეს არ იქნება ის ფორმატი, რომელიც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და ბუნებრივია მასში არ ჩაჯდება. კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე აქვს ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება. ამიტომაც, ბუნებრივია, როცა იქნება შესაბამისი დრო, მას მოვიწვევთ. სააკაშვილი წლიური მოხსენებით საზოგადოებას აქამდე მარტში ან აპრილში მიმართავდა", - აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს, - გადაწყვეტილების შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე სწორედ იმ მიმართვით წარსდგება, რომლითაც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილია დღის მეორე ნახევარში, თუმცა, ზუსტი დროს მოგვიანებით გახდება ცნობილი.