პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლაზე, სავარაუდოდ, დიპლომატიური კორპუსიც იქნება მიწვეული

პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლაზე, სავარაუდოდ, დიპლომატიური კორპუსიც იქნება მიწვეული

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე, სავარაუდოდ, ყველა ის სტუმარი იქნება მიწვეული , რომლებიც პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ტრადიციულად ესწრებიან.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელდა, თუმცა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

აქამდე, ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიურ მოხსენებას, ტრადიციულად, ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, აღარ შედგება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი ყოველწლიური ანგარიშით საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.