ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი დამყარებული ცარიელ ფურცლებზე სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე პირადი პრობლემების მოგვარების შემდეგ იფიქრებს.

ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი დამყარებული ცარიელ ფურცლებზე.

ყველა ის ბრალდება რომელიც წამიყენეს და რომელზეც ფილმები გადაიღეს ერთ დღეში გაბათილდა. ამიტომ ამ ყველაფერზე მიხეილ სააკაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მეოთხე ბრალდებაც მოუხსნა. შესაბამისი შუამდგომლობით, პროკურორებმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიმართეს. პროკურორთა განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას, ოქრუაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა. მათივე განმარტებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში შეძენილი 63 მილიონი საბრძოლო ვაზნიდან უხარისხო გამოდგა 500 ათასი, რაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი და თავდაცვის სამინისტროს მისი ღირებულება აღარ გადაუხდია. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში სამ პარტიად შემოსული საბრძოლო ვაზნებიდან უხარისხო გამოდგა მხოლოდ მესამე პარტიაში შემავალი ვაზნები, რა დროსაც თავდაცვის მინისტრი იყო არა ირაკლი ოქრუაშვილი, არამედ დავით კეზერაშვილი. პროკურატურის შუამდგობლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ირაკლი ორქუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება