გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ

გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ

პროკურატურა საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურასთან მისმა ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის უცნობია, რა მუხლებით და რა ეპიზოდით წაუყენებენ დონაძეს ბრალს.  გურამ დონაძე პირადი საქმეებიდან გამომდინარე, საქართველოში არ იმყოფება.