ხაჩირაშვილისა და სულამანიძის მხარდასაჭერად

ხაჩირაშვილისა და სულამანიძის მხარდასაჭერად "ნაციონალები" საგამოძიებო სამსახურთან მივიდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან დაკითხვაზე მყოფ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკოლოზ ხაჩირაშვილისა და მერიის ბაღების სააგენტოს უფროსის, რამაზ სულამანიძის მხარდასაჭერად საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ათამდე წევრი მივიდა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნანა ბაბუნიძემ განაცხადა, პოლიტიკური ზეწოლით კოჰაბიტაცია გამორიცხულია.
"ასეთი მეთოდებით, დაშინებით გადაბირება მართებული არ არის, რადგან ამ მეთოდით გადაბირებული ადამიანი რწმენით მათი არასოდეს იქნება", - აღნიშნა ბაბუნიძემ.

ამასთან, ბაბუნიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს მიმართავს და კითხულობს, მოსწონს თუ არა მას ის ზეწოლა, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 13:00 საათიდან დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი. ამავე უწყებაში იკითხება მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი რამაზ სულამანიძე.