სასჯელაღსრულების სამინისტრო ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულთა უფლებების აღდგენას იწყებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულთა უფლებების აღდგენას იწყებს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, 27 თებერვლიდან დაიწყება ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული იმ პირების უფლებების აღდგენა , რომლებიც არ არიან პრობაციონერები ან პატიმრები და, რომელთაც არ შეხებიათ ამნისტია, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინსიტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აკრძალვების მოხსნა შეეხება ავტომობილის მართვის უფლებას, საქმიანობის წარმოების უფლებას, საარჩევნო უფლებას. ამ კუთხით აღნიშნული კატეგორიის პირებს უფლება აქვთ მიმართონ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმომქმედ კომისიას, რომელიც განიხილავს ჩამორთმეული უფლებების ვადამდე ადრე აღდგენას და ჩამორთმევის ვადის შემცირებას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქემ, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 25 თებერვლისა უნდა მიმართოს მუდმივმომქმედ კომისიას მისამართზე: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი #42. მოქალაქეების კონსულტაცია წარმოებს ასევე ტელეფონის ნომერზე: 2 10 59 78.