აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ირანის ბირთვული პროგრამის გამო, აშშ-ი ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. ახალი შეზღუდვები მიმართულია ნავთობის გაყიდვიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის შემოსავლების შემცირებისკენ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დაწესებული ღონიძიებები, ამცირებს იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებსაც აშშ-ის სანქცირებული რეჟიმის ფარგლებში შეუძლიათ ირანისგან ნავთობის შეძენა. სანქციები ასევე ართულებს ირანის მიერ რეალიეზებული ნათობიდან მიღებული შემოსავლების ხელმისაწვდომლობას.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღოჩნდა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც - IRIB. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაცით, ტელევიზიაში მკაცრი ცენზურაა დაწესებული ინ ინფორმაციებზე, რომელიც პოლიტიკური პატიმრებისგან ძალოვანი სტრუქტურების მიერ აღიარებითი ჩვენებების ზეწოლით მიღებას შეხება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, იმ დრომდე ვიდრე ირანი არ რეაგირებს საერთშორისო თანამეგობრობის შეშფოთებაზე, მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ გამოყენებს სანქციებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას ირანის რეჟიმზე.