სოლომონის კუნძულებზე მეორე მიწისძვრა მოხდა

სოლომონის კუნძულებზე მეორე მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, სოლომონის კუნძულებზე, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეს მეორე მიწისძვრაა ორი დღის განმავლობაში.
ინფორმაცია დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გუშინ მომხდარ 8 ბალიან მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაცით, მსხვერპლი მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილ ცუნამს მოჰყვა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

მაშველები კუნძულების ძნელად მისადგჰომი ადგილებისკენ მიემართებიან, სადაც ასევე შესაძლებელია, იყოს მსხვერპლი.
დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი.

ყველაზე მეტი ზიანი სანტა-კრუსის კუნძულების ჯგუფს მიადგა. აქ ცუნამის შედეგად წყლის ქვეშ ღრმად არსებული სოფლებიც აღმოჩნდნენ.