ზაქარია ქუცნაშვილი - კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებრივ ნაწილში დიქტატორია და არავინ იცის, გადაიზრდება თუ არა მისი ეს უფლება მოქმედებაში

ზაქარია ქუცნაშვილი - კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებრივ ნაწილში დიქტატორია და არავინ იცის, გადაიზრდება თუ არა მისი ეს უფლება მოქმედებაში

კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებრივ ნაწილში დიქტატორია და არავინ იცის, გადაიზრდება თუ არა მისი ეს უფლება მოქმედებაში , - ამის შესახებ საპარლამენტო დებატებზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. 

მან დეტალურად გაიხსენა 2004 წელს ახალი კონსტიტუციური დებულებების მიღების პერიპეტიები და აღნიშნა, რომ როგორც შინაარსობრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით ადგილი ჰქონდა ხალხის ძალაუფლების მიტაცებას.

ქუცნაშვილის თქმით, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, მთავრობა მხოლოდ მის მიერ არჩეული წარმომადგენლების თანხმობით იყოს დაკომპლექტებული, ხოლო პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს საკუთარი ჯიბის მთავრობის შექმნის შესაძლებლობა.

"ახლა არის მხოლოდ შიშველი მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ამ ძალაუფლებას არ გამოიყენებს. დღეს უფლებრივ ნაწილში პრეზიდენტი დიქტატორია და ეს უფლება ქმედებაში გადაიზრდება თუ არა, არავინ იცის", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტით წარმოდგენილი საკითხი არავითარ ვაჭრობასა და გარიგებას არ ექვემდებარება.

ურავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოთქვა იმედი, რომ უმცირესობის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილი ინიციატივის მნიშვნელობას კარგად გაიაზრებენ და მას მხარს დაუჭერენ.