ზურაბ აბაშიძე - არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ხვალ სააკაშვილი

ზურაბ აბაშიძე - არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ხვალ სააკაშვილი

არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ხვალ მიხეილ სააკაშვილი და დაითხოვს მთავრობას, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა , ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა. 

მისი თქმით, ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება "გადატრიალება მოახდინოს". "მარტო სიტყვები ამას არ ყოფნის. ეს არ არის სახლობანას თამაში. ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენ გვინდა გარანტია, კონსტიტუციური გარანტია სჭირდება იმას, 1-ელ ოქტომბერს რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსახლეობის უმრავლესობამ. არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს სჭირდება სახელმწიფოს, რომელიც ასე ელოდება ამ ცვლილებას. ეს არც "ქართულ ოცნებას" და არც კოალიციაში შემავალ პარტიას არ სჭირდება, არამედ ეს სახელმწიფოს სჭირდება",-აღნიშნა დეპუტატმა.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ დღეს "სახელმწიფო გადატრიალების ელემენტებია". "როდესაც სააკაშვილი გამობრძანდა და თქვა, რომ ის არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი, რატომ უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია. რატომ უნდა ჰქონდეს ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს ასეთი უფლებები. თუ ოპოზიციაში ხართ, იყავით და თქვენი საქმე აკეთეთ",-განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია რაიმე თემაზე იყოს ვაჭრობა.