გია ცაგარეიშვილი -

გია ცაგარეიშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ვარდების რევოლციის" შემდეგ ქვეყანას კონსტიტუცია თავზე დაახია

საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარს გაურბის და "აქცენტი მომიჯნავე და ნაკლებად მომიჯნავე საკითხებზე გადააქვს". ამის შესახებ ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა. 

"ჩვენ გელაპარაკებით სულ სხვა თემაზე და თქვენ გაურბიხართ. ეს გასაგებია. სხვა გამოსავალი არ გაქვთ. წარმოსახვაში ხართ ჩარჩენილი და ქარის წისქვილებს ებრძვით. გავიწყდებათ, რომ თქვენ იყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანას კონსტიტუცია თავზე დაახია, ლაგამი ამოსდო ქვეყანას და საით მიაჭენებდით ამ ქვეყანას და რომელი ჯურღმულისკენ, ან სად მიაჭენებს დღესაც სააკაშვილი თავის პოლიტიკურ გუნდს, ეს არც ღმერთმა იცის და არც კაცმა. კი ბატონო, დაირაზმეთ თქვენს ბელადთან ერთად, რომელ ჯურღმულშიც გინდათ, ოღონდ ქვეყანას ნუ გადაჩეხავთ",-მიმართა ცაგარეიშვილმა უმცირესობას.

მანვე აღნიშნა, რომ უმცირესობის რამდენიმე წევრმა უკვე გააკეთა "თამამი არჩევანი" და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა უმცირესობის დანარჩენ წევრებსაც. "ბზარები, რომელიც თქვენს ორგანიზმს ეტყობა, ფართოვდება და ფართოვდება",-დასძინა ცაგარეიშვილმა.