ჩიორა თაქთაქიშვილი - მალე მოვა დრო, როცა მარიკა ვერულაშვილი მასთან სამარცხვინო გარიგების დეტალებს თავად მოყვება

ჩიორა თაქთაქიშვილი - მალე მოვა დრო, როცა მარიკა ვერულაშვილი მასთან სამარცხვინო გარიგების დეტალებს თავად მოყვება

ძალიან მალე მოვა დრო, როცა მარიკა ვერულაშვილი მასთან სამარცხვინო გარიგების დეტალებს თავად მოყვება, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ ერთადერთ მიზანს - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებზე ზეწოლითა და მათზე მუქარით, კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების მიზანს ემსახურება.

ამასთან, თაქთაქიშვილი საკუთარი გუნდის სახელით უმრაველობას დაპირდა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არასდროს ექმებათ და კოლეგების ამასთან შეგუება ურჩია.

"როცა ირმა ნადირაშვილის და ვეტერინარიის დეპარტამენტიდან გაუშვეს, ძალიან ღიად უთხრეს, რომ არ მოსწონდათ ნადირაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები. გოჩა ლემონჯავას წინააღმდეგ ვერც ერთი აბსურდული, თუნდაც ფინანსური ბრალდება ვერ მოიფიქრეს და საბოლოოდ, ახლად დანიშნულმა პროკურორმა მას საკუთარი ავტოფარეხის აღება დააბრალა. მარიკა ვერულაშვილს აიძულეს, დაეტოვებინა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია. ვერულაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ მამაკაცებზე უფრო გამბედავი აღმოჩნდა, რადგან მათზე დიდხანს გაუძლო ამ ზეწოლას. ბოლოს მარიკას მაინც მოუწია არჩევანის გაკეთება ოჯახსა და თავის პოლიტიკურ გუნდს შორის, რადგან თქვენ მას ეუბნებოდით, რომ მის მეუღლეს აღარ დაიჭერდით, თუკი მარიკა კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭერდა მხარს. ძალიან მალე მოვა დრო, როცა მარიკა ვერულაშვილი თვითონ მოყვება ამ სამარცხვინო გარიგების დეტალებს. მანამდე კი ძალიან მაინტერესებს, "ქართული ოცმების" ქალბატონი დეპუტატი მოუგზავნეს მარიკას ამ მოლაპარაკებების საწარმოებლად, თუ რომელიმე არაკაცი",- მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.