მანანა კობახიძეს

მანანა კობახიძეს "უჭირს, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტი უწოდოს, რადგან მას ყველანაირი უფლებამოსილების ვადები გასული აქვს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს "უჭირს, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტი უწოდოს, რადგან მას ყველანაირი უფლებამოსილების ვადები გასული აქვს".

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობაც თანაბარი ძალებით ვიყავით წარმოდგენილი. დღეს ჩვენ განვიხილავთ საკითხს, უნდა ჰქონდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს უფლება თვითნებურად დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და ახალი მთავრობა ერთპიროვნულად შექმნას ისე, რომ საზოგადოებას არ დაეკითხოს. ამ განხილვის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ თქვენ არ გამოიყენეთ საჯარო განხილვების ფორმატი და პირველივე სხდომებიდან მოტივირებული იყავით და საბაბს ეძებდით, რომ დარბაზებიდან გაქცეულიყავით და მოქალაქეეებისთვის პასუხები არ გაგეცათ. თქვენ ამას მიაღწიეთ და გორში გამართული შეხვედრის შემდეგ განხილვებში მონაწილეობა აღარ გააგრძელეთ. აქ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, ღიად და საჯაროდ, მედიისა და ხალხის წინაშე უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, თუ რატომ უნდა იყოს სააკაშვილი აღჭურვილი ასეთი ძლევამოსილებით. მე მიჭირს მას პრეზიდენტი ვუწოდო, რადგან ყველანაირი უფლებამოსილების ვადები გასული აქვს, 2004 წლიდან მოყოლებული "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია იმით, რომ კონსტიტუცია ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს მოარგოს" - განაცხადა კობახიძემ.

მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაუტოვონ სააკაშვილს ეს უფლებამოსილება, როდესაც უკვე ვადაგასულია