ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში ხვდება

თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრს უწყების 100-დღიანი მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს. ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას, მის მოადგილეებსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროში ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მხარეები კომენტარს მედიასთან მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება თავდაცვის სამინისტროს 100-დღიანი მუშაობის შედეგებს. კერძოდ, მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა პრემიერს ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს.