დავით კირვალიძე - თურქეთიდან დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა

დავით კირვალიძე - თურქეთიდან დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის ინფორმაციით, თურქეთიდან კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა. 

როგორც კირვალიძემ დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული დაავადება საკარანტინოა. მინისტრის თქმით, ტვირთი დაყადაღებულია და სრულად განადგურებას დაექვემდებარება, ხოლო ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება.

როგორც კირვალიძემ განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებებს ამზადებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპრაკებისას ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

მინისტრის განმარტებით, სააგენტომ რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის და ცხენის ხორცი შედიოდა.