ოთარ ჩრდილელი – მერაბიშვილი იმ გუნდის წევრია, რომლის მეთაურიც მახათაზე ბარბაც-ბარბაცით

ოთარ ჩრდილელი – მერაბიშვილი იმ გუნდის წევრია, რომლის მეთაურიც მახათაზე ბარბაც-ბარბაცით "მიბიორჩიკობდა"

ვანო მერაბიშვილს ხომ არ ავიწყდება, რომ იმ გუნდის წევრია, რომლის მეთაურიც მახათას მთაზე ბარბაც-ბარბაცით "მიბიორჩიკობდა", - ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომელიც ნარკოტიკების გაიაფებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი ხერხემლიდან ციცერონად გარდაიქმნა, - "მინდა ვუპასუხო ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამბობს რომ 4 წელი ვერ მოითმენს ამ მთავრობას. ამას გველაპარაკება ადამიანი, რომელიც 9 წლის მანძილზე იქცა შიშის, ტერორიზმის, ჩაშვების მაქანის სულისჩამდგმელად. ვანო მერაბიშვილი რომ ნარკოტიკების გაიაფებაზე ხმას ამოიღებს- მას ხომ არ ავიწყდება, რომ იმ გუნდის წევრია, რომლის მეთაურიც მახათას მთაზე ბარბაც-ბარბაცით მიბიორჩიკობდა. ვანო მერაბიშვილი არ არის იურისტი, ის ავანტიურისტია", - განაცხადა ჩრდილელმა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი და მერაბიშვილი რევანშზე ფიქრობს.

"ნაციონალური მოძრაობის ტვიქსი – სააკაშვილი-მერაბიშვილი ფიქრობს რევანზე, მაგრამ მინდა ჩემი ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო და ნაპოლეონის სიტყვებით მივმართო: ამათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს", - აღნიშნა ჩრდილელმა.