მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. ხადურის განმარტებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, სსფ-ს შეფასება დადებითი იქნება.

"იმედი გვაქვს, რომ შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ იქნება დადებითი და მხარდამჭერი. ჩემი ამერიკაში შეხვედრების შემდეგ გამოჩნდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ამ ეტაპზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.