ფინანსთა მინისტრი 2013 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება

ფინანსთა მინისტრი 2013 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება

ფინანსთა მინისტრი 2013 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება. ფინანსთა მინისტრის წლის განმავლობაში ასევე დაბალ ინფლაციასა და ვალების შემცირებას ვარაუდობს. 

"2013 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6% უნდა იყოს. წელს არ იქნება მაღალი ინფლაცია და სავარაუდოდ 3,5%-ს შეადგენს. ეს ციფრები ემყარება იმ გათვლებს, რომელიც სავალუტო ფონდმა გააკეთა. გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ის მინიმუმი, რომელზეც ჩვენ წელს ვიმუშავებთ, - განაცხადა მინისტრმა.