თინა ხიდაშელი ქართველ ჟურნალისტებს

თინა ხიდაშელი ქართველ ჟურნალისტებს

"საზოგადოებრივ მაწუებელზე" გადაცემა "აქცენტებში" პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციის შესახებ საუბარი გადაცემის წამყვანსა და სტუმარს შორის კამათში გადაიზარდა.

ეკა კვესიტაძემ მის გადაცემაში მყოფ თინა ხიდაშელს ბიძინა ივნიშვილის იმ განცხადების შეფასება სთხოვა, რომელიც "ქართული ოცნების" წევრების პირად ცხოვრებას ეხებოდა. ხიდაშელმა პრეს-კონფერენციაზე გაზეთ ,,ალიას" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ალასანიას და გიგი უგულავას მეუღლის დუბაიში ერთად გამგზავრებას ეხებოდა, ჭორაობა უწოდა. უმრავლესობის წვერის განცხადებით, ჟურნალისტებს დღეს ერთი სტანდარტი აქვთ და ჭორაობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე რეალური ფაქტები. რაც შეეხება შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხს, ხიდაშელის თქმით ,,ეს ძალიან გულწრფელი ადამიანის, გულწრფელი პასუხი იყო".

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ხომ არ ეშინოდა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილის და ამით ხომ არ იყო განპირობებული მისი პასუხები აღნიშნული ფაქტის შეფასებებისას. ამის გამო, საუბარი გადაცემის სტუმარსა და წამყვანს შორის კამათში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართილ პრეს-კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ,,ალიას " ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ კოალიციის წვერებს ადრეც გადაუღეს ვიდეო-მასალა, რომელზეც ასახული იყო, როგორ ღალატობენ ისინი მეუღლეებს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის "ქართული ოცნების" წევრების პირადი ცხოვრებით არ ინტერესედება.