მაისის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ეწვევა

მაისის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ეწვევა

მაისის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა , საქართველოს ამავე პერიოდში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი დონის დელეგაციებიც ეწვევიან. 

"მაისის ბოლოს საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩვენი ჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეკრება. ეს იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება. ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს, ვუმასპინძლებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მაღალ დელეგაციებს", - განაცხადა ხადურმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოსადმი.