პოლიტიკური კონიუქტორის ცენტრის დირექტორის სერგეი მიხეევის აზრით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია.
ამის შესახებ მიხეევმა სასტუმრო "ამბასადორში" მიმდინარე მრგვალი მაგიდის "სამხერთ კავკასია 2020: რეგიონის განვითარების პერსპექტიული სცენარები" ფარგლებში განაცხადა.
"საქართველოს რეალურ შესვლას ნატო-ში ვფიქრობ, ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში ასე იქნება. ამას საუბრებში ადასტურებენ ამერიკელებიც", - აღნიშნა მიხეევმა.
მას დაუსვეს კითხვა, კონკრეტულად ვინ ამერიკელებისგან მოისმინა მსგავსი რამ, ვინაიდან ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები საქართველოშიც ჩამოდიან და სწორედ იმას ამბობენ, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
"ამერიკა არის სუპერიმპერია, ის მრავალმხრივ პოლიტიკას ახორციელებს და ეს გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ერთგან ერთს ლაპარაკობენ, მეორეგან - მეორეს", - აღნიშნა მიხეევმა.
მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთში არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველო ერთბაშად კრემლის კურსს აიღებს.